საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 23:22 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან მოხდა.
ბიძგების სიძლიერემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.
მანამდე დღის განმავლობაში საქართველოში კიდევ სამი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ყველა შემთხვევაში დმანისის სიახლოვეს იყო.
მიწისქვეშა ბიძგები დმანისში დღეს 10:26 საათზე, 14:03 საათზეც და 17:38 საათზე დაფიქსირდა
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში დაფიქსირებული ეს მეექვსე მიწისძვრაა.