დღეს საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ

დღეს, საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სიწმინდე ინდოეთის მთავრობამ საქართველოს საჩუქრად გადასცა.

როგორც საპატრიაქროში აღნიშნავენ, 10 ივლისს, 14:00 საათზე, დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ.

წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს საქართველოში ჩამოაბრძანებს და ქართველ ხალხს გადასცემს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი.