უცხოელ ტურისტებს, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულები COVID19 -ზე, კანადაში შესვლის უფლება არ ექნებათ. მთავრობას არ სურს, საფრთხე შეუქმნას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ პროგრესს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ხუთშაბათს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჟურნალისტის კითხვას, თუ როდის შეუშვებენ არავაქცინირებულ ტურისტებს კანადაში, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: "ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ მოხდება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში".
ტრუდომ დასძინა, რომ "უახლოეს კვირებში" განიხილავენ, თუ როდის შეიძლება გაიხსნას კანადის საზღვრები სრულად ვაქცინირებული ტურისტებისთვის.