COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდეც 1 108 ადამიანს დაუდასტურდა, 714 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 374 836 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 357 804, გარდაიცვალა 5 421 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 895 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 758 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 137 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.47 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.89%.

ინფიცირების 1 108 ახალი შემთხვევიდან 673 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 74, იმერეთი - 75, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 31, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 86, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 11 585, 3 285 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 942, აჭარაში - 152, იმერეთში - 413.

მძიმე პაციენტი: 691, მათ შორის, თბილისში - 358, აჭარაში - 40, იმერეთში -156.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 171, მათგან თბილისში - 120, აჭარაში - 4, იმერეთში - 12.

936 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 727 - თბილისში, 204- აჭარაში. 7 364 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 8 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 932 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 993 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 784, პირი, აჭარაში - 676, იმერეთში - 1 045.