გორის საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ კახა ბურჯანაძე ავტომობილის დაწვის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულმა თავისი ნებით დაწვა ავტომობილი, რომელიც მისი შეძენილი იყო. დაცვის მხარე არ ეთანხმება გამოძიების დაწყებას 187-ე მუხლით, რომელიც მათ შორის, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, ავტომობილი დაკავებულის მფლობელობაში იყო.
შსს-ს ინფორმაციით კი, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქალაქ გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდგომ ავტომობილს, ამავე ავტომობილის მფლობელთან მ.კ – სთან არსებული უთანხმოების ნიადაგზე ცეცხლი წაუკიდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.