ვახტანგ გომელაური: საპატრიარქოსთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას, პარლამეტის წინ ჯვარს დატოვებენ თუ გადაიტანენ

ვახტანგ გომელაურის თქმით, ხელისუფლებასა და საპატიარქოს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები პარლამენტის წინ აღმართული რკინის ჯვრის გადატანასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"ამაზე მსჯელობენ, რა თქმა უნდა, საპატრიარქოსთან ერთად და მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჯვარს დატოვებენ თუ გადაიტანენ", - განაცხადა შსს მინისტრმა

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ რკინის მასიური ჯვარი 5 ივლისს აღმართეს "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამოსულმა ჯგუფებმა.

პარლამენტთან 5 ივლისს აღმართული ჯვრის მოხსნის მოთხოვნით დაგეგმილი აქცია გაუქმდა