34 წლის შემდეგ, „მონანიება“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ფილმის აღდგენილი ვერსია კინოფესტივალის წარმომადგენელმა ჟოელ შაპრონმა ნანა ჯანელიძესა და ავთანდილ მახარაძესთან ერთად წარადგინა.
ცნობისთვის, პირველად, ფილმ „მონანიების“ მსოფლიო პრემიერა კანში 1987 წელს გაიმართა. ფილმმა კინოფესტივალის სამი ჯილდო მოიპოვა – ჟიურის „დიდი პრიზი“, „ფიპრესის“ ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის. 1988 წელს კი „მონანიება“ ნომინირებული იყი „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. ფილმში მთავარ როლებს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები ასრულებენ.