საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, განსაკუთრებული მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ 8 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა დააჯილდოვა:
კახაბერ ბანძავა – უფროსი სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის A ქვეითი ასეულის სერჟანტი;
ვეფხვია გიორგაძე – მასტერ-სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სერჟანტი;
თენგიზ თეთრაშვილი – მაიორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის შტაბის G-7-ის სამსახურის ოფიცერი;
თენგიზ კალიჩენკო – უფროსი სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრის სერჟანტი;
ზურაბ მაისურაძე – პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და ოპერატიული დაგეგმვის სამსახურის უფროსი;
ბექა სუთიძე – კაპრალ-სპეციალისტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 35-ე უზრუნველყოფის ბატალიონის სწავლებების და საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულის სოციალური უზრუნველყოფის ჯგუფის სპეციალისტი;
სერგო ღამბარაშვილი – უფროსი სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის სერჟანტი;
გურამ ჩიმახიძე – კაპრალ-სპეციალისტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის სწავლებების და საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულის სოციალური უზრუნველყოფის ჯგუფის სპეციალისტი.
საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები სენაკის სამხედრო ბაზაზე პირადად გადასცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
სალომე ზურაბიშვილი: დღეს საქართველოს ძლიერი თავდაცვის ძალები ჰყავს