„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით, 2021 წლის ექვს თვეში საქართველოდან მსოფლიოს 56 ქვეყანაში 46,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13 პროცენტით მეტია.
სააგენტოს ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 104 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია.
სააგენტოს ცნობით, ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე:
პოლონეთი – 31 პროცენტი (2864152), ჩინეთი – 10 პროცენტი (2762922), ლიეტუვა – 38 პროცენტი (245940), ლატვია- 2 პროცენტი (809106), აშშ – 35 პროცენტი (502353), გერმანია – 4 პროცენტი (364459), ესტონეთი – 3 პროცენტი (348538) დიდი ბრიტანეთ – 60 პროცენტი (283 830).
სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი, ჯამში 322-მა კომპანიამ განახორციელა