სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული კლინიკური კვლევის შუალედური შედეგებით, ჩინური Sinovac Biotech-ის ვაქცინა CoronaVac-მა სიმპტომური Covid19-სგან 83.5%-იანი დაცვა აჩვენა.
როგორც ცნობილია, კვლევა თურქეთში 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის იანვრამდე ჩატარდა და მასში 18-59 წლის 10 000-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ შედეგების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა ჩილეში რეალურ პირობებში Sinovac Biotech-ის ვაქცინის ეფექტიანობის შედეგები. კვლევის მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 65.9%-ით, ჰოსპიტალიზაციის პრევენცია 87.5%-ით, რეანიმაციის პრევენცია 90.3%-ით, ხოლო სიკვდილისგან დაცვა 86.3%-ით განისაზღვრა.
ორ ქვეყანაში, განსხვავებული მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევებით, მეცნიერები ასკვნიან, რომ CoronaVac-ი Covid-19-ისგან მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს.