იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ დადგება, როდესაც იქნება ყველა ასაკობრივ ჯგუფზე ინფორმაცია, ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, და არამხოლოდ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე.
მისი თქმით, კორონავირუსის "დელტა" ვარიანტს ახასიათებს დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობა, ვიდრე სხვა ვარიანტებს, განსაკუთრებით კი ბაშვებში.
მისივე თქმით, ამ ვარიანტით ინფიცირებულები უფრო ხშირად ხვდებიან საავადმყოფოში და ასევე ხშირად არის საჭირო, განსაკუთრებით ბავშვებში, ინფიცირებულების მართვა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში.
"ერთ-ერთი განმასხვავებელი თვისება, რაც კორონავირუსის "დელტა" ვარიანტს აქვს, არის მისი უფრო მეტად გავრცელება ახლაგაზრდებსა და ბავშვებში. კვლევა, რომელიც ჩატარდა ბრიტანეთში, მიუთითებს, რომ ეს ვარიანტი ვრცელდება უფრო მეტად 12-დან 15 წლამდე ბავშვებში. ზოგადად, ამ ვარიანტისთვის დამახასიათებელია ინფექციის უფრო მეტად მარტივი და სწრაფად გადამდებობა, რაც ბევრად აღემატება არამხოლოდ ვირუსის ორიგინალ, ჩინურ ვარიანტს, არამედ აქამდე ცნობილ ბრიტანულ, ე.წ "ალფა" ვარიანტს.
ასევე, "დელტა" ვარიანტს ახასიათებს დაავადების უფრო მეტად მძიმე მიმდინარეობა. ამ ვარიანტით ინფიცირებული ადამიანები უფრო ხშირად ხვდებიან საავადმყოფოში და ასევე ხშირად არის საჭირო, განსაკუთრებით ბავშვებში, ინფიცირებულების მართვა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ქვეყანაში "დელტა" ვარიანტის გავრცელება მოსალოდნელი იყო და შესძლებელია, რომ ავისტოში ვირუსის ამ შტამმა ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს და გახდეს დომინანტი.
"15 მაისს, მას შემდეგ რაც პირველად დაფიქსირდა დელტა ვარიანტი საქართველოში, ჩვენ ველოდებოდით მის გავრცელებას. თუმცა, საბედნიეროდ, ეს გავრცელება სწრაფად არ მოხდა და მხოლოდ ივლისში მიაღწია, როგორც დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს, მოსახლეობის ინფიცირების 10-15%-ს. დადასტურებული შემთხვევა 50-ზე მეტია. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მხოლოდ 50 ადამიანი არის ინფიცირებული.
თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ამ ვარიანტისთვის დამახასიათებელ სწრაფ გავრცელებას, სავარაუდოდ, დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის პროგნოზით, აგვისტოში კორონავირუსის დელტა ვარიანტი გახდება ქვეყანაში დომინანტი და ჩაანაცვლებს ბრიტანულ ვარიანტს. ეს მოსალოდნელია, ასე მოხდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. უბრალოდ დროის მომენტია. პროგნოზი ასეთია. დღემდე ნაჩვენები სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნის მასალაზე დაყრდნობით, ორ კვიაში ერთხელ ხდება ამ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების გაორმაგება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ სავარაუდოდ, შესძლოა, დელტა ვარიანტმა აგვისტოში მთლიანად ჩაანაცვლოს სხვა ვარიანტები.
ბავშვების შემთხვევაში ამ ვარიანტის თავისებურება გახლავთ მიმდინარეობის უფრო მეტი სიმძიმე. ის მონაცემები, რომლებიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაციაში, მიუთითებს, რომ საავადმყოფოში მოთავსებული ბავშვების თითქმის ნახევარს სჭირდება ინტენსიური თერაპია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარეობის სიმძიმე ბავშვებში არის უფრო რთული, ვიდრე ჩინური ვარიანტის შემთხვევაში", - განაცხადა ჩხაიძემ.
კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ბავშვების ვაქცინაციაზე, ჩხაიძის თქმით, "ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება დადგება დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გვექნება ყველა ასაკობრივ ჯგუფზე ინფორმაცია და არა მხოლოდ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე".
"ბავშვების ვაქცინაციის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ დაფუძნებულია იმაზე გამოქვეყნდება თუ არა კვლევები, სადაც აღნიშნული იქნება ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში. დღეისათვის რა ინფორმაციაც გვაქვს ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევა, რომელიც ეხება Pfizer-ის ვაქცინას და მიუთითებენ, რომ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში Pfizer-ის ვაქცინა ძალიან ეფექტურია. ეს ეფექტურობის მაჩვეებელი 2 300 ბავშვის შემთხვვეაში 100%-მდეა. თუმცა ეს არ ეხებოდა დელტა შტამს, დელტა შტამის შემთხვევაშიც არსებობს კონკრეტული ციფრები, ესეც ეხება Pfizer-ის ვაქცინას. თუ Pfizer-ი ეფექტურია ჩინური ვარიანტის მიმართ 95%-ით, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია 88%-ით, ეს პროცენტიც განიხილება, როგორც მაღალი ეფექტურობა. ამ ვაქცინის გამოყენება უკვე დაშვებულია12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.
უფრო ჩვილ ბავშვებში არ განიხილება საერთოდ არცერთი ვაქცინის გამოყენების საკითხი. არც გრიპისა და არ კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება არ განიხილება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაც კი, რომლი გამოყენების პორაქტიკა მსოფლიოში უკვე ათეულ წლებს ითვლის, გამოიყენება 6-თვის ზემოთ ასაკში. ასე რომ, კორონავირუსისგან ბავშვების დაცვა, განსაკუტრებით 6-თვემდე ბავშვების დაცვა, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის უფროსი, მოზრდილი წევრების ვაქცინაციით. თუ ოჯახის უფროსი წევრები, დედა ბებია, ბაბუა იქნებიან ვაქცინირებულები, ეს არის ერთადერთი საშუალება დავიცვათ მცირე ასაკის ბავსვები კორონავირუსისასგან", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
როგორც Europetime-ს ივანე ჩხაიძემ გაუცხადა, ციციშვილის კლინიკაში მყოფი სამი ბავშვიდან ერთს კორონავირუსის "დელტა" ე.წ ინდური ვარიანტი დაუდასტურდა, ხოლო მეორეს - ბრიტანული შტამი.
"ციციშვილის კლინიკაში მყოფი სამი მცირეწლოვანი პანციეტიდან ერთის შემთხვევაში არის ვირუსის "დელტა" ვარიანტი, მეორეს შემთხვევაში ბრიტანული შტამი, მესამე ჩვილზე კი მიმდინარეობს კვლევა. ეს უკვე დადასტურებულია და ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრს უკვე აქვს", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.