FDA/CDC: სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს ვაქცინის მესამე დოზა აღარ სჭირდებათ

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასა (FDA) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში (CDC) აცხადებენ, რომ სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს ვაქცინის მესამე დოზა აღარ სჭირდებათ.

„ამ დროისთვის სრულად აცრილ ამერიკელებს არ სჭირდებათ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა. FDA, CDC და NIH ჩართულნი არიან მეცნიერებაზე დაფუძნებულ პროცესში, რათა განიხილონ, არის თუ არა საჭირო გამაძლიერებელი დოზა. ეს პროცესი ითვალისწინებს ლაბორატორიულ მონაცემებსა და კლინიკური კვლევების მონაცემებს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიების მონაცემებს, მაგრამ მხოლოდ ამ მონაცემებს არ ეყრდნობა. ჩვენ ვაგრძელებთ ნებისმიერი ახალი მონაცემების გადახედვას, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება და საზოგადოებას გავაცნობთ ინფორმაციას. ჩვენ მზად ვართ გამაძლიერებელი დოზებისთვის, თუ მეცნიერება ცხადყოფს, რომ ის საჭიროა“, - ნათქვამია განცხადებაში.