Pfizer-ი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართავს

კომპანია Pfizer-ი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართავს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ვაქცინაციიდან ექვს თვეში კორონავირუსით ინფიცირების რისკი კვლავ იზრდება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასა (FDA) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში (CDC) განაცხადეს, რომ სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა აღარ სჭირდებათ.

„Pfizer-ის ვაქცინა ძალიან აქტიურია „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ, თუმცა ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ, რეინფიცირების რისკი ჩნდება, რადგან ანტისხეულები სუსტდება“, - განაცხადა Pfizer-ის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, მიკაელ დოლსტენმა.

კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვაქცინის მესამე დოზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანებისთვის.