ევროკავშირის მედიკამენტების უწყების გაფრთხილებით, შესაძლო კავშირია Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებსა და გულის ანთებას შორის

Reuters-ის ინფორმაციით, ევროპის კავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოს ცნობის თანახმად, მიკვლეულია შესაძლო კავშირი გულის ანთებასა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის, რომლებსაც აწარმოებენ Pfizer-ი და Moderna.

გამოცემის ინფორმაციით, EMA-ს ამბობს, რომ ამგვარი გართულება ემართებათ უპირატესად იმ ახალგაზრდა კაცებს, რომლებსაც, როგორც წესი, გულზე გართულების სიმპტომები მეორე დოზის გაკეთებიდან ორი კვირის განმავლობაში აღმოაჩნდებათ.

უწყება გამოდის რეკომენდაციით, რომ პირები, რომლებსაც აქვთ „კაპილარების გაჟონვის სინდრომი“, არ უნდა აიცრან Johnson & Johnson-ის ერთდოზიანი ვაქცინით. „კაპილარების გაჟონვის სინდრომი“ (CLS) გასულ კვირაში შეიტანეს ანალოგიური მეთოდით მოქმედი AstraZeneca-ს და Vaxzevria-ს თანმდევი ეფექტების სიაში.

ევროპის მედიკამენტების უწყება ასევე აცხადებს, რომ ნაადრევია იმის დადგენა, საჭიროა თუ არა რიბონუკლეინის მჟავას (mRNA) პრინციპზე მოქმედი ვაქცინების ორ დოზაზე მეტი, როგორც ეს დღეს არის მიღებული.