ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე შეზღუდვა დაწესდა

საავტომობილ გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე შეზღუდვა დაწესდა.

როგორც ცნობილია, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები. რის გამოც, აღნიშნული გზის კმ8-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.