აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა კიბერთავდასხმების თემა წამოწია.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთმა ზომები უნდა მიიღოს რუსეთში მოქმედი აღნიშნული ჯგუფების საქმიანობის აღკვეთის მიზნით. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები ყველა საჭირო ზომას მიიღებს საკუთარი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.