Pfizer-Biontech-ი კორონავირუსის ,,დელტა" ვარიანტის საწინააღმდეგო ახალ ვაქცინაზე მუშაობს

Pfizer-Biontech-ი ემზადება კლინიკური კვლევების დასაწყებად, რომელიც კორონავირუსის ,,დელტა" ვარიანტის საწინააღმდეგო ახალ ვაქცინას ეხება.

როგორც ცნობილია, კვლევები სავარაუდოდ აგვისტოში დაიწყება.

რომის ჯემელის საავადმყოფოს ინფექციური მეცნიერების განყოფილების დირექტორი ამბობს, რომ რა გავლენას მოახდენს ვაქცინის ეს ვარიანტი, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

”თუ დელტა ვაქცინის მოქმედებას 30% -ით ამცირებს, ეს ნიშნავს, რომ ის 70% -ზე მუშაობს. რამდენიმე კვირაში ვნახავთ, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ვარიანტი იტალიაში.

რეალური ბრძოლა იქნება შემოდგომაზე, მაგრამ ასევე ინსტიტუციებს აქვთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ ვაქცინაციის მაქსიმალური რაოდენობა", - ამბობს რობერტო კაუდა.

მისი თქმით, ,,დელტა" ვარიანტის გავრცელების ტენდენცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ვაქცინა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მსოფლიოს გარკვეულ ადგილებში, არ არის საკმარისი და ის უნდა გახდეს გლობალურად ხელმისაწვდომი.

,,თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ. ეს არის ეპიდემიოლოგიურად გადამწყვეტი კონცეფცია", - ამბობ კაუდა.