ბავშვებში კოვიდინფექციის მძიმედ განვითარებისა და ამ დაავადებით გარდაცვალების რისკებზე კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინგლისში ჩატარებული ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვებში კოვიდინფექციის მძიმედ განვითარების ან ამ დაავადებით მათი გარდაცვალების რისკი ძალიან დაბალია.
ინგლისში პანდემიის პირველი 12 თვის ანალიზით ირკვევა, რომ კოვიდისგან გარდაიცვალა 25, 18 წლამდე ასაკის ადამიანი.
ძირითადად კი ასეთი რისკის ქვეშ არიან ქრონიკული დაავადების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონეები. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის თებერვლამდე 251 ბავშვი მოათავსეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. შანსია, რომ 50 000 - დან ერთი მოხვდეს ასეთ განყოფილებაში, 25 ბავშვი და ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მილიონში ორის გარდაცვალების აბსოლუტური რისკი არსებობს.