ესპანეთში, სტაპ ბარის ტერიტორიაზე მე-12 საუკუნის აბანო აღმოაჩინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ყოფილი არაბული აბანო ალმოჰადების (ბერბერულ-ისლამური სექტის მიმდევრების, მავრულ-ესპანური დინასტიისა და ფეოდალური სახელმწიფოს სახელწოდება რომელიც არსებობდა 1121-1269 წლებში) პერიოდს უკავშირდება. ეს აღმოჩენა მე -12 საუკუნის სევილიას ასახავს.
ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამ აბანოებს მეჩეთში სალოცავად შესვლამდე იყენებდნენ, ეს ასევე იყო თავშეყრის ადგილები სოციალიზაციისთვის, მოლაპარაკებებისთვის ან უბრალოდ დასვენებისთვის. აღმოჩენა მას შემდეგ გაკეთდა, რაც ბარის მეპატრონეებმა შენობის რეაბილიტაცია/რემონტი გადაწყვიტეს.