ილინოისი გახდა აშშ-ში პირველი შტატი, სადაც სკოლებში აზია-ამერიკის ისტორიის სწავლა სავალდებულოა

ილინოისის გუბერნატორმა ჯეი რობერტ პრიცკერმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც საჯარო სკოლები ასწავლიან აზიისა და ამერიკის ისტორიას. ეს ნაბიჯი აზიური წარმოშობის ადამიანების მიმართ ძალადობის შესახებ სულ უფრო მზარდი შეშფოთების ფონზე გადაიდგა.

კანონპროექტი საშუალო სკოლებში აზიისა და ამერიკის ისტორიის სწავლებას 2022-2023 სასწავლო წლიდან ავალდებულებს.

”ჩვენ ვადგენთ ახალ სტანდარტს იმისთვის, თუ რას ნიშნავს, გაითვალისწინ შენი ისტორია”, - განაცხადა გუბერნატორმა.

მისი თქმით, ამ ისტორიის სწავლება ხელს შეუწყობს ყალბი სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის გავრცელებას.