დღეს, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს სამების ტაძარში მიაბრძანებენ

დღეს, 14:00 საათზე, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქოს ცნობით, შეკრებილ მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II გადაიხდის პარაკლისს.

საგარეო სამქეთა სამინისტროს ცნობით, 10 ივლისს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანებისა და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში.

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილი საქართველოში გუშინ ჩამოაბრძანეს.