აშშ-მა 34 უცხოურ კომპანიას სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 34 უცხოურ კომპანიასა და სუბუექტს, რომლებიც დაკავშირებულები არიან ჩინეთის სამხედრო და უიღურული უმცირესობის მიმართ გატარებულ პოლიტიკასთან, სანქციები დაუწესა. მათ შორის სანქციები დაუწესდა იმ სუბიექტებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთსა და ირანში ექსპორტის დაშვების საკითხში.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა "შეერთებულ შტატების საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში მონაწილეობის ან მათში ჩართვის რისკის გამო".

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა 8 სუბიექტის წინააღმდეგ აშშ-ის ტექნოლოგიის ექსპორტისთვის ირანში, 7 ადამიანი კი სანქცირებულია რუსეთის სამხედრო ძალებში მონაწილეობის გამო.

ჩინეთში დაფუძნებული 14 კომპანია მოხვდა შავ სიაში უიღურული უმცირესობის მიმართ გატარებული პოლიტიკის გამო. ხოლო, ხუთი ადამიანი ჩინეთის სამხედრო ძალებს ლაზერების შეძენაში ეხმარებოდა.

შეერთებულმა შტატების თქმით: ”ჩინეთი განაგრძობს გენოციდს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს”.

გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებულთა სიაში მხვდა რუსეთის სამ კომპანია და სამი ფიზიკურ პირი.