შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო Astrazeeca-ს ვაქცინის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
Astrazeeca-ს ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია.
Astrazeeca-თი ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის. ვაქცინაცია შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც გარკვეული ხარვეზების გამო მეორე დოზები ვერ მიიღეს და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ.
მეორე დოზაზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირველი დოზის ჩატარების შემდეგ. Astrazeeca-ს ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 4 კვირიდან (28 დღე) - 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდია.ამასთან, ბოლო მტკიცებულებებით ოპტიმალური პერიოდი 8-12 კვირიანი (56-84 დღე) ინტერვალია.
"Astrazeeca-ს ვაქცინაციის ცენტრები მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში შეირჩევა. ვაქცინაზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
საქართველომ Astrazeeca-ს დამატებითი დოზები COVAX პლატფორმიდან მიიღო.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას", - ნათქვამია ჯანდაცის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.