ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 364 ადამიანს დაუდასტურდა, 423 გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 376 200 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 358 227, გარდაიცვალა 5443 პაციენტი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 629 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 883 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 746 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: 9 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.06 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.67 ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.07%.
ინფიცირების 1 364 ახალი შემთხვევიდან 811 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 81, იმერეთი - 134, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 48, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი - 83, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 12 504, საიდანაც 3 364 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 019, აჭარაში - 160, იმერეთში - 404.
მძიმე პაციენტი: 694, მათ შორის, თბილისში - 366, აჭარაში - 40, იმერეთში -152.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 177, მათგან თბილისში - 128, აჭარაში - 4, იმერეთში - 10.
909 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 700 - თბილისში, 204- აჭარაში. 8 231 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 77 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 63, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 9 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 936 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 217 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 809, პირი, აჭარაში - 714, იმერეთში - 1 045.