გიორგი გახარია: 3 წლის განმავლობაში მოვახერხე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო, ცემა-ტყეპა არ მომხდარა, ჟურნალისტების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ მდგარა

3 წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ცემა-ტყეპა, ეს უბედურება რაც ახლა მოხდა, არ მომხდარა, - ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან 5-6 ივლისს პარლამენტის შენობის წინ მომხდარი დაპირისპირება შეაფასა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მისი პრემიერ-მინისტრობისა თუ შს მინისტრობის პერიოდში მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა.

„მე შინაგან საქმეთა მინისტრიც ვიყავი, პრემიერი-მინისტრიც და ერთი და იგივე ხდება ყოველწლიურად. მაგრამ, სამი წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ცემა-ტყეპა, ეს უბედურება რაც მოხდა, არ მომხდარა, ჩვენ მოქალაქეებს საერთოდ არ უგრძვნიათ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა, რაღაცნაირად მე ამას ვახერხებდი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.