კუს ტბის საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით, 10-დან 12 ივლისის ჩათვლით ვერ მოემსახურება. ამის შესაებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, საბაგიროს მგზავრთა მომსახურებას 13 ივლისს, ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
"თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!", - ნათქვამია განცხადებაში.