ღამის ცხოვრების მოყვარულებს საფრანგეთში, ისევ შეუძლიათ, ყოველ პარასკევს შეიკრიბნონ ღამის კლუბში, თუ ისინი ვაქცინირებულები იქნებიან.
ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება იმ დროს მიიღო, როდესაც სულ უფრო ცხადი ხდება, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტი სხვა ქვეყნების მსგავსად, საფრანგეთშიც დომინანტური ხდება.
კლუბში შემსვლელებმა ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კოვიდზე ნეგატიური ტესტი უნდა წარმოადგინონ.
ვაქცინაციის კამპანიისთვის შექმნილ ვებგვერდზე, ჯანდაცვის სამსახურმა გამოაქვეყნა წყვილის ფოტო წარწერით: "დიახ, ვაქცინაციას შეიძლება, ჰქონდეს სასურველი გვერდითი მოვლენები". ამ ფოტოზე კოცნაა ასახული.
ცნობისათვის, საფრანგეთში სრულად ვაქცინირებულია 36,37%.