სალომე ზურაბიშვილი: დიდმოწამე ქეთევანის ნაწილების სამუდამო დაბრუნება საქართველოში მნიშვნელოვანია იმით, რომ მასთან ერთად შემოდის ბევრი სიმბოლო

დიდმოწამე ქეთევანის ნაწილების სამუდამო დაბრუნება საქართველოში მნიშვნელოვანია იმით, რომ მასთან ერთად შემოდის ბევრი სიმბოლო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მიბრძანების ცერემონიას დაესწრო, რომელიც საქართველოში ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ჩამოაბრძანეს.

„დღევანდელი დღეს მრავალმხრივ სიმბოლურია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში ეკლესიისთვის და მოსახლეობისთვის.

დიდმოწამე ქეთევანის ნაწილების სამუდამო დაბრუნება საქართველოში მნიშვნელოვანია იმით, რომ მასთან ერთად შემოდის ბევრი სიმბოლო. ერთი, ეს არის ქალი და ქალის ქალის წამების ყველაზე სასტიკი მაგალითი, რომელიც მოჰყვება მთელ ჩვენს ისტორიას. მეორე მხრივ, მოთმინებისა და გამძლეობის მაგალითია, რაც ასევე ახასიათებს საქართველოს ისტორიას დღემდე. მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველა ჩვენგანი უნდა დავფიქრდეთ, ეს არის შემწყნარებლობის სიმბოლო.

წმინდა ნაწილები შენახული იყო კათოლიკე მისიონერების მიერ და რომ არა ისინი, ალბათ სამუდამოდ დაიკარგებოდა და დაგვიბრუნდა ინდოეთის მთავრობისა და მოსახლეობისგან საჩუქრად“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.