დომინიკ რააბი: ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში ათობით ჟურნალისტს თავს დაესხნენ, ჩვენ ისინი უნდა დავიცვათ

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა საქართველოში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა დაგმო.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში ათობით ჟურნალისტს თავს დაესხნენ. ხოლო ამსტერდამში პიტერ ვრაისი დაჭრეს თავისი სამუშაოს შესრულების გამო.

თავისუფალი მედია ფუნდამენტურია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესანარჩუნებლად. ჟურნალისტები ჩვენს თავისუფლებას იცავენ, ჩვენ უნდა დავიცვათ მათი თავისუფლება", - წერს დომინიკ რააბი Twitter-ზე.

თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ