ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით დასახულ მიზანს მიაღწია

ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საკმარისი დოზა მიაწოდა, რათა შესრულდეს მიზანი, რომელიც გაერთიანებაში ზრდასრული ადამიანების არანაკლებ 70%-ის სრულად ვაქცინაციას ითვალისწინებს

„მიზანი მიღწეულია. ევროკავშირის ქვეყნებში იმ ოდენობის ვაქცინაცია განხორციელდა, რომელიც გაერთიანების ზრდასრული მოსახლეობის არანაკლებ 70%-ის სრულად აცრას გულისხმობს. კორონავირუსი ჯერჯერობით არ დამარცხებულა, მაგრამ მეტი ვაქცინაციის ჩასატარებლად მზად ვართ. ამ კრიზისიდან მხოლოდ ერთად გამოვალთ“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე.

ცნობისთვის, ევროკავშირის გრძელვადიან მიზანს მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის საკმარისი ვაქცინების მობილიზება წარმოადგენს, რათა გაერთიანების მოსახლეობის სრული იმუნიზაცია განახორციელოს.