რეჯეფ თაიფ ერდოღანი პალესტინის ლიდერს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პალესტინელის ლიდერს მაჰმუდ აბას შეხვდა.

ერდოღანმა შეხვედრისას განაცხადა, რომ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება შეუძლებელი იქნება, ვიდრე ისრაელის პოლიტიკა პალესტინელთა მიმართ გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ერდოღანმა და აბასმა რეგიონული პროცესები და ორმხრივი კავშირების განსამტკიცებლად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.

ერდოღანსა და აბასს შორის პირისპირ შეხვედრა საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც მხარეებმა უკვე გაფართოებულ ფორმატში ისაუბრეს.