"ქართული ოცნების" ოფისთან დაპირისპირებაა

"ქართული ოცნების" ოფისში, სადაც უმრავლესობის სხდომა უნდა გაიმართოს, ოპოზიციონერები შესვლას გეგმავენ. ამის შესახებ ადგილზე მისულმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, ოფისში შესვლას ოპოზიციონერ, "დროას" დამფუძნებელ, ელენე ხოშტარიასთან ერთად აპირებს.

ცნობისთვის, 15:00 საათზე პარტია "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა.

დეპუტატების ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში დაგეგმილ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით ჩაინიშნა.

ამასთან, როგორც უმრავლესობის წევრებისთვის არის ცნობილი, დღევანდელ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნები და მასთან დაკავშირბულო საკითხები უნდა იყოს.