,,ჯერ ერთი აღლუმი რა სახელია? მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
,,მინდა გითხრათ ჩემი შეფასება, თუ რატომ ვიყავი წინააღმდეგი ე.წ. აღლუმის. ჯერ ერთი აღლუმი რა სახელია? მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება, ზოგადად, სხვა ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა, ჩატარდეს განსსხვავებული აზრის გამოსახატად, ამისთვის არსებობს ნებისმიერი სხვა ლოკაცია, რომელიც პოლიციამ შესთავაზა ლგბტ თემს.
შევახსენებ საზოგადოებას, რომ 5 ივლისამდე, 3 დღის განმავლობაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე ისინი იკრიბებოდნენ და აღნიშნავდნენ კვირეულს. არავითარი შეფერხება, აგრესია არ ყოფილა. პოლიციამ მოახდინა ყველაფრის პრევენცია, მაგრამ როდესაც 95% არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანტდისტული-მარშისტული აღლუმის ჩატარების, ამას მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ.
ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი და ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ვართ იძულებული, ამას ანგარიში გავუწიოთ. ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როცა მათი ძალადობრივი ხელწერით გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.