ღარიბაშვილი: ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა

„რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ეს მინისტრთა კაბინეტის პირველი შეკრებაა რუსთაველზე გამართული აქციის შემდეგ, სადაც ჟურნალისტებმა ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს.

„ჩვენ ვნახეთ ყველამ, რომ სცადეს გამოეყენებინათ ამ ადამიანის ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას.

რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით დაიღუპა ბატონი ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება აბსოლუტურად მთელი სიმკაცრით დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომლებიც ჩართული იყვნენ აღნიშნული პირის ცემის საქმეში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

„მე კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას ჩვენს სახელმწიფოში.

რაც შეეხება, ზოგადად, ჩემს მიერ გაკეთებულ რეაგირებას - მეორე დილითვე, მე, რა თქმა უნდა, დავგმე აღნიშნული ფაქტი. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებისა და ოპერატორების წინააღმდეგ მიმართული აღნიშნული წარმოუდგენელი ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვგმობთ. პოლიციამ მყისიერად, მეორე დღესვე მოახდინა ამის თაობაზე რეაგირება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, „ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე ანტიეროვნული გზავნილები, რომელიც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ“.

„რაც შეეხება ზოგადად, გუშინდელ აქციას, კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მოსაზრება და ჩემი შეფასება ვუთხრა ჩვენს ხალხს. ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე ანტიეროვნული გზავნილები, რომელიც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ. გზავნილები მაგალითად იმის თაობაზე, რომ აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ აღნიშნულს ვიმეორებ. ისინი ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას, ეს გასაგებია, ეს ნორმალურია ეს არის მათი ოცნება. მაგრამ მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ვინ ითხოვდა ამ ყველაფერს. ჩვენ ზოგადად, მივესალმებით დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიის არსებობას ქვეყანაში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავისუფალი დაა მიუკერძოებელი მედია განვითარდეს ქვყანაში და მიუკერძოებელი ჟურნალისტები განვითარდნენ. ჩვენ მათ ყველაფერს გავუკეთებთ, რაც საჭიროა. მე კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას, ბევრი პროფესიონალი მუშაობს მედიაში, მაგრამ მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არ არის საჭირო, ვთქვათ პირდაპირ - ოპოზიციური ტელევიზიები, მთავარი, ტვ პირველი, ფორმულა, პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით. შესაბამისად მათი დღის წესრიგი და ნაცმოძრაობის დაა რევანშისტული, რადიკალური ძალის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური. მთ აქვთ ერთი მიზანი - როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება დ ისევ ძალადობრივი გით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც რა თქმა უნდაა, მიუღწეველია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. მათ მინდა შევახსენო, ერთადერთი გზა, ხელისუფლებაში მოსვლის არის არჩევნებში მონაწილეობა. კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე არჩევნებია, აგებენ ყველა არჩევნებს. კიდევ ერთხელ მოიწევთ მათ წაგება და ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მოახლოებულ არჩევნებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.