„გამოძიება მუშაობს, რატომ მოხდა მაინცდამაინც ჟურნალისტებზე შეტევა, შესაძლოა, პროვოკატორების უკან იდგეს რევანშისტული, რადიკალური ძალა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ეს მინისტრთა კაბინეტის პირველი შეკრებაა რუსთაველზე გამართული აქციის შემდეგ, სადაც ჟურნალისტებმა ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს.
მისი თქმით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, იმაზე, თუ რატომ მოხდა თავდასხმა მაინცდამაინც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე.
„გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, იმ ვერსიაზე, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული აგრესიული პირები, რატომ მოხდა მაინცდამაინც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე შეტევა. ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდ გასცეს პასუხი. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს რევანშისტული, რადიკალური ძალა. ჩვენ კარგად გვახსოვს და არავი დაავიწყდება ამ ქვეყნაში, თუ რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას. როდესაც ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.