„ყველამ იცის, ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას საქართველოში, რომელიც მიმართულია არეულობის გამოწვევისკენ“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტებმა ელჩს რუსეთთან აფილირებული პირების, მათ შორის ლევან ვასაძისდა გურამ ფალავანდიშვილის განცხადებებზე ჰკითხეს, რომელთა მხრიდან, ამერიკის ელჩის წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს.
„ყველამ იცის, ვინ აფინანსებს ასეთი სახის კრემლის დეზინფორმაციას საქართველოში, რომელიც მიმართულია ძალადობის, არეულობის, არასტაბილურობის გამოწვევისკენ. ქართველები გონიერი ხალხია და ხვდება, ვინ დგას ამის უკან“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.