„უსაზღვროა ჩემი მწუხარება ლექსოს ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და კოლეგებს. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, სრულიად მიუღებელია და განსაკუთრებით, როდესაც ის მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს ადამიანების მიერ მშვიდობიანი გამოხატვის და მედიის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას. საუბარი იყო „ღირსების მარშზე“ და მნიშვნელოვანია, რომ ყველას უფლება, მათ შორის უმცირესობის უფლება იყოს დაცული და ძალადობა თავიდან იყოს აცილებული“, - განაცხადა კელი დეგნანმა. მისივე თქმით, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურთ, ქვეყნის ხელმძღვანელად.
კელი დეგნანის თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის.
„სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, რათა მათ გამოხატონ კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის არის შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, ასევე ჟურნალისტური საქმიანობის უფლება მშვიდობიან გარემოში. სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ეს ვერ დავინახეთ. თუმცა იმედი მაქვს, რომ მომავალში იქნება დაფასებული, რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს თავისუფლებები და უფლებები“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.