მარინა კალიურანდი: ძალადობის ადგილი არ არის, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღდმეგ, დამნაშავეები უნდა წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე

ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი საქართველოში ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირების დასჯისკენ მოუწოდებს. ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში ძალადობის ადგილი არ არის.

„დამწუხრებული ვარ, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებით. გულწრფელი სამძიმარი ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს. ძალადობის ადგილი არ არის, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღდეგ. დამნაშავეები უმოკლეს ვადაში უნდა წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“, - წერს მარინა კალირანდი Twitter-ზე.