წულუკიანი: პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც ყველა ლიდერს უნდა ეთქვა

,,ძალიან სამწუხაროა, რომ ლგბტ თემმა არ გაითვალისწინა ქვეყნის ლიდერის ეს მოწოდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათი ინტერესებიდან იყო გამომდინარე", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

,,პრემიერ-მინისტრის 5 ივლისის განცხადება გაქვთ ამოჩემებული, სწორედ თქვენ და სხვა ტელევიზიები ამას ასაღებთ, თითქოს პრემიერმა როდესმე ძალადობა მოიწონა, ან ძალადობა წაახალისა.

პირიქით, მთავრობის იმ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა თქვა,ის რაც ყველა ლიდერს უნდა ეთქვა, რომ თავი შევიკავოთ ამა და ამ კონკრეტულ ადგილზე შეკრებისგან, ანუ საუბარი იყო რუსთაველის გამზირზე. მან თავის დროზე მიმართა 5 ივლისს ლგბტ თემს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ლგბტ თემმა არ გაითვალისწინა ქვეყნის ლიდერის ეს მოწოდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათი ინტერესებიდან იყო გამომდინარე და უფრო მეტიც, მთავრობამ და მისმა მეთაურმა შესთავაზა თემს თავიანთი გამოხატვის თავისუფლება კი არ გადაედოთ გვერდზე, არამედ ეს შეკრება ჩაეტარებინათ სხვაგან.

მე მესმის, რომ ზოგიერთ მედიას, იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა მთავარი მიზანიც არის პროვოკაციების კასკადი (რაც კიდევ უფრო გაძლიერდება მე ვვარაუდობ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად), მათ ეს არ მოეწონათ. ფაქტი ფაქტად რჩება, ლგბტ თემმა სამწუხაროდ, პრემიერის მაშინდელი განცხადება არ გაიზიარა.

ძალიან მინდა გთხოვოთ, ვიცი რა, როგორც მუშაობას პოლიცია ჩემი წინა მინისტრის მანდატიდან გამომდინარე, ქართული პოლიციის შესაძლებლობები არ გახლავთ ამოუწურავი ამიტომ პოლიცია და შს მინისტრი გვაძლევს რჩევას, რომ გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ მაგრამ გვთავაზობს სხვადასხვა მისაღებ გზას, ამას ქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და ეს უნდა გავიგონოთ ხოლმე", - განაცხადა წულუკიანმა.