,,შეწყვიტეთ ჩემი და ამ ქვეყნის დიდი უმრავლესობის დაშინება და შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით, რადგან ჩვენ ამ დაშინებით არ შევიცვლით ორიენტაციას - ესაა ევროატლანტიკური ორიენტაცია", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თქვენ, ყოველთვის იმ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც ღიად დადგა პროვოკაცია, ჩემთვის სამწუხაროდ, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი თანამშრომლისთვის ლგბტ თემი და მისი ინტერესები გამოიყენა საკუთარი ბინძური პოლიტიკური თამაშისათვის. თქვენ ყოველთვის აშინებთ ქართველებს უცხოელებით, ამით დიდ საქმეს უკეთებთ რუსეთს. ამიტომ შეწყვიტეთ ჩემი შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით", - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანი: მთავრობის იმ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა თქვა,ის რაც ყველა ლიდერს უნდა ეთქვა