ძალადობის წახალისება არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე და ამისთვის მნიშვნელოვანია, არამხოლოდ საგამოძიებო უწყებების საკმაოდ გახსნილი გამოძიების ჩატარება, არამედ პარლამენტის მხრიდანაც მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს. ამის შესახებ პარალმენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ეს არის ტრაგიკული განვითარება იმ მოვლენების, რომლებიც 5 ივლისს დაიწყო და რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს, სამწუხაროდ, ხშირად მოგვიწევს განმეორება იმ შავი ლაქის შესახებ, რომელიც ჩვენს ისტორიას დარჩა 5 ივლისის შემდეგ - ძალადობა ოპერატორებზე, ჟურნალისტებზე, ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ მოვალეობას ასრულებდნენ, ჯგუფურად იძალადეს. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ყველაფერი კამერაზეა ასახული, ვერავინ გაექცევა მართლმსაჯულებას. ერი, ბერი, ყველა თანასწორია კანონის წინაშე. სამწუხაროდ ვისმენდით ძალადობის წახალისება, რომელიც არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე და ამისთვის მნიშვნელოვანია, არამხოლოდ საგამოძიებო უწყებების საკმაოდ გახსნილი გამოძიების ჩატარება, არამედ პარლამენტის მხრიდანაც მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს. ჩვენ აქ, ყველას სრული ბერკეტები გვაქვს, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.