საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უარს ამობობს უმცირესობების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე, რაც დაუშვებელია.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს უმცირესობების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე. ეს დაუშვებელია ნებისმიერ გარემოებებში, მაგრამ განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელიც ისწრაფის დასავლეთის საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ, - წერს იან კელი.