მოლდოვა ამერიკის შეერთებული შტატებისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Johnson & Johnson-ის 500 000 დოზას მიიღებს, რომ მცირე ერს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმაროს.
მოლდოვაში ამერიკის საელჩოს განცხადებით, Johnson & Johnson-ის ვაქცინის პირველ პარტიას, 150 000 დოზას, მოლდოვაში დღეს ჩაიტანენ.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს გაწეული დახმარებისთვის და თქვა, რომ ეს მათ "ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარება, დაიცავს მოქალაქეთა ჯანმრთელობას და პანდემიის სიმძლავრეს შეზღუდავს".
ცნობისთვის, მოლდოვაში ჯერჯერობით კოვიდ-19-ის წინააღმდეგ 305 000 ადამიანია აცრილი, რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 11%-ია.
მოლდოვაში ინფიცირების მაჩვენებელი 257 000-ს აჭარბებს, კოვიდ-19-ის გართულებებით კი გარდაიცვალა 6 207 ადამიანი.