რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ მსვლელობით მიემართებიან.
მსვლელობის შესახებ მოწოდებით შეკრებილების „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიმართა.
ნიკა გვარამიამ საზოგადოებას მოუწოდა, მივიდნენ ალექსანდრე ლაშქარავას პანაშვიდზე და მის გარდაცვლილს პატივი მიაგონ.
"ხვალ, 3 საათზე არის გამოსვენება და მერე გავაგრძელებთ მსვლელობას ჯიქიას ქუჩის მიმართულებით. დაკრძალვა არის ჯიქიას ქუჩის ბოლოს, ე.წ. ჯიქიას სასაფლაოზე. ძალიან გთხოვთ, სამზე იოსელიანის 37, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ მსვლელობას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.