კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა

თბილისის მერი კახა კალაძე 13-14 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილსის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მემორანდუმს.

"დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში. თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფება მერის მოადგილე ილია ელოშვილი", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.