რიჩარდ ბრენსონი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც კოსმოსში საკუთარი წარმოების რაკეტით იმოგზაურა. მისი კომპანიის, Virgin Galactic- ის მიერ დამზადებულმა ზებგერითმა კოსმოსურმა ხომალდმა, კვირის დასაწყისში, სტარტი მექსიკიდან აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ხომალდში ბრენსონი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდნენ.
71 წლის ბრენსონმა საკუთრი გამოცდილების შესახებ კოსმოსიდან გზავნილი გაავრცელა: "ყველა ბავშვს, მანდ, ქვემოთ, მინდა ვუთხრა: მეც ოდესღაც ბავშვი ვიყავი და ვარსკვლავებს ოცნებით შევყურებდი. ახლა ზრდასრული ვარ, კოსმოსურ ხომალდზე სხვა არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად ვიმყოფები და შევყურებ ჩვენს ლამაზ, ლამაზ დედამიწას. მეოცნებეთა მომდევნო თაობას მსურს ვუთხრა: თუკი ჩვენ ეს შევძელით, უბრალოდ წარმოიდგინეთ, თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ".
კომპანია Virgin Galactic-ის განცხადებით, რაკეტამ კოსმოსში წარმატებით იფრინა. კვირის რეისი კომპანიისთვის რიგით 22-ე საცდელი და პირველი სრულეკიპაჟიანი გაფრენა იყო.
ცნობისთვის, კოსმოსში გაფრენას, თავისივე კომპანიის ხომალდით, Amazon-ის დამფუძნებელი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსიც გეგმავს.