ჯანმოს წარმომადგენელი კოვიდვაქცინების შერევას ,,საშიშ ტენდენციად" მიიჩნევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი სხვადასხვა მწარმოებლის კოვიდვაქცინების შერევას „საშიშ ტენდენციას“ უწოდებს.

როგორც სუმია სვამინათანიმ განაცხადა, სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინების კომბინაცია არის „საშიში ტენდენცია“, რადგან ვაქცინების კომბინაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

„ეს ცოტა საშიში ტენდენციაა. როდესაც საუბარია შერევაზე, ჩვენ ვიმყოფებით ზონაში, სადაც არ არსებობს მონაცემები ან მტკიცებულებები“, – განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.

მისივე განმარტებით, სხვადასხვა ვაქცინების გაკეთების პრაქტიკა ქვეყნებში ქაოტურ სიტუაციას გამოიწვევს.

,,ქვეყნებში ქაოტური სიტუაცია იქნება, თუ მოქალაქეები დაიწყებენ გადაწყვეტილების მიღებას, როდის და ვინ მიიღებს მეორე, მესამე და მეოთხე დოზას,”- აღნიშნა მეცნიერმა.