ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი მოსალოდნელზე ისევ დაბალია

დააბადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით ქვეყანაში სულ აცრილია 310 332 მოქალაქე.

რაც შეეხება დღიურ მონაცემებს, ქვეყანაში 12 ივლისს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 444-მა ადამიანმა გაიკეთა. სპეციალისტებს დღეში 25 000 ადამიანის აცრა აქვთ განსაზღვრული.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 862 ადამიანს დაუდასტურდა, 619 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 ინფიცირებული გარდაიცვალა.