მეორე ფაზის კვლევისას ახალმა იტალიურმა ვაქცინამ ეფექტიანობა აჩვენა

მეორე ფაზის კლინიკურმა კვლევებმა იტალიის მიერ წარმოებული ვაქცინის (კანდიდატი) ეფექტიანობა დაადასტურა. ამის შესახებ Ansa იტყობინება.

კომპანია ReiThera- მ განაცხადა, რომ ვაქცინამ სახელწოდებით, GRAd-COV2, პირველი დოზის მიღებიდან სამი კვირის შემდეგ გამოიწვია ანტისხეულების ძლიერი კონცეტრაცია მოხალისეთა 93%-ში, მეორე დოზის მიღების შემდეგ კი 99%-ში.

მეორე ფაზის კვლევა იტალიის 24 კლინიკურ ცენტრში ჩატარდა და მასში 917 მოხალისე მონაწილეობდა. კვლევა 18 წელს გადაცილებულებში ჩატარდა, მათგან 25%, 65 წელს გადაცილებული იყო, რომლებიც კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, მძიმე დაავადების განვითარების რისკის ქვეშ იყვნენ.