კინზინგერი თბილისში ძალადობრივი ქმედებებით აღშფოთებულია და იმედოვნებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი ადამ კიზინგერი 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობით აღშფოთებულია და იმედოვნებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იქნება.

როგორც ,,ამერიკის ხმასთან" საუბარში კონგრესმენის ოფისი აცხადებს, კიზინგერი მოუწოდებს ყველა მხარეს შეინარჩუნოს სიმშვიდე

,,კონგრესმენი ძალადობით აღშფოთებულია, რომელიც ახლა სიკვდილით დასრულდა და ის მოუწოდებს ყველა მხარეს, შეინარჩუნოს სიმშვიდე. მათ, ვინც დააკავეს, პასუხი უნდა აგონ მათ დანაშაულებზე. ის იმედოვნებს სასამართლო იქნება დამოუკიდებელი”, - განუცხადა კონგრესმენის ოფისმა მედიას.

შეგახსენებთ, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა,11 ივლისს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.